LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის გაჯანსაღებისთვის ახალი ღონისძიებები გატარდება

277

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის გაჯანსაღების ახალ ეტაპს იწყებს. ეს ეტაპი მიწის, მევენახეთა კონსოლიდაციისა და  კოოპერაციის  წახალისებას წარმოადგენს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ეს თვისობრივად ახალ ხარისხობრივ დონეზე გადაიყვანს, როგორც მოსავლის დაბინავებას, ისე ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობაში მიმდინარე პროცესებს”, – განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილის თქმით, ამ დარგის წახალისების და უკვე გატარებული ღონისძიებების შედეგად, უნიკალურ ადგილობრივ ჯიშებზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზრდა.

”მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს იმ ვაზის ჯიშების გაშენება, რომლებიც ტრადიციულად საქართველოში იყო და რომელის აუცილებელია მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის”. – განაცხადა დავითაშვილმა.

მანვე, რთველის მიმდინარეობა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

ლევან დავითაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ წინა წელთან შედარებით ყურძლის მოსავალი ნაკლები იყო, მოსახლეობამ ამ კულტურიდან 100 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო.

 

პოპულალურები