LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირთმევის დროა: კვების რეჟიმი წონის დასაკლებად

196

როგორც აღმოჩნდა, წონის დაკლებისას, საკვების მოცულობასა და კალორიულობასთან ერთად, მისი მიღების დროსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ლოგიკა მარტივია: წონის ეფექტურად დაკლებისთვის საჭიროა საკვების მიღების გარკვეული გრაფიკის შემუშავება, რომელიც ერთის მხრივ თქვენი ცხოვრების რეჟიმში ჩაეწერება, მეორეს მხრივ კი, დაგეხმარებათ მიიღოთ საკვები ზომიერად. ამგვარი მიდგომა ორგანიზმს სწორედ მაშინ ამარაგებს საკვებით, როცა ის თავისუფლად შეძლებს მის გადამუშავებას, სასარგებლო ენერგიად ქცევას და არა კრიტიკულ ადგილებში დაგროვებას. შედეგად, წონის დაკლების პროცესი ბევრად ეფექტური ხდება, საკვების მიღება მკაცრად განსაზღვრულ მომენტში კი, ჯანსაღ ჩვეულებად იქცევა და დაგეხმარებათ მიღწეული შედეგის შენარჩუნებაში.

* საუზმე

მთავარია, არასდროს გამოტოვოთ საუზმე. ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღოთ საკვები გაღვიძებიდან მაქსიმუმ ერთ საათში, რადგან სწორედ ეს უწყობს ხელს მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) ამოქმედებას. კალორიულობის თვალსაზრისით, ოპტიმალურ საუზმედ თქვენი ყოველდღიური კალორიული ნორმის 25% ითვლება.

* დილის წახემსება

შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას – წონაში ეფექტურად და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე დაკლებისთვის, საჭიროა საკვების მცირე ულუფებით, დღეში 5-6-ჯერ მიღება. ნუ იტყვით უარს წახემსებაზე. შეგიძლიათ პირველად საუზმიდან 2-3 საათის შემდეგ წაიხემსოთ, რაც დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებაში, თავიდან აგარიდებთ მოთენთილობას და დაგიცავთ ცდუნებისგან მიირთვათ ის, რაც არ ეწერება თქვენს დიეტურ რაციონში. წახემსება ამცირებს შიმშილის გრძნობას, ასე რომ სადილის დროს არ გაგიჩნდებათ სურვილი მიიღოთ ზედმეტი საკვები. ოპტიმალურ წახემსებად  ყოველდღიური კალორიული ნორმის 5% ითვლება.

* სადილი

ისადილეთ დილის წახემსებიდან 2-3 საათის შემდეგ. ეცადეთ სადილი ყველაზე ნოყიერი საკვების მიღება იყოს დღის განმავლობაში. ასე ორგანიზმს საკმარისი დრო ექნება გადაამუშაოს მიღებული კალორიები და დამატებითი ენერგიით მოგამარაგოთ დღის მეორე ნახევარში. სადილი თქვენი ყოველდღიური კალორიული ნორმის 40%-ს უნდა შეადგენდეს.

* ვახშამი

ვახშამი ყოველდღიური კალორიული ნორმის 25%-ს უნდა შეადგენდეს. ეცადეთ ივახშმოდ დაძინებამდე სულ მცირე 2-3 საათით ადრე, რადგან ძილის წინ მირთმევა, იმ შემთხვევასიც კი, თუ თქვენ მხოლოდ დაბალკალორიულ და სასარგებლო პროდუქტს ღებულობთ, ხელს უწყობს სისხლში შაქრის მომატებას და კუჭის დამძიმებას – ანუ ყველაფერ იმას, რაც აფერხებს მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავებას, ცხიმის წვას და წონის დაკლებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები