LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუნხენელები ქუჩაში დარჩენილებს თავშესაფარს საკუთარ სახლებში სთავაზობენ

72

მიუნხენის მაცხოვრებლები ქუჩაში მყოფ მოსახლეობას საკუთარ სახლებში სთავაზობენ თავის შეფარებას, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მიუნხენელები „ტვიტერის“ საშუალებით, ჰეშთეგით #OpenDoor ატყობინებენ ქუჩაში მყოფებს, რომ მათი კარი ღიაა.

ქალაქში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, ამიტომ, ქუჩაში დარჩენილები იძულებულები არიან, პირველივე შენობებს შეაფარონ თავი.

პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, სახლში დარჩნენ, ან შეძლებისდაგვარად, იპოვონ დაცული ადგილი.

მიუნხენში შეიარაღებულმა პირებმა დღეს ცეცხლი გახსნეს, ოფიციალური მონაცემებით, 6 ადამიანი გარდაიცვალა, მედია კი 15 დაღუპულზე წერს.

ამ წუთებში ქალაქში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ავიაციაც არის ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები