LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზეზი, როს გამოც ზამთრის სეზონზე სვანეთში ნაკლები ტურისტი ჩავიდა

72

მეტსიაში წლევანდელ ზამთრის სეზონს აფასებენ. როგორც ”ფორტუნას” მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა. ამ სეზონზე ტურისტების ბევრად მეტ რაოდენობას ელოდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

”იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, უამინდობის გამო, პრობლემები შეიქმნა. აქედან გამომდინარე, უცხოელმა ტურისტებმა ბევრი ჯავშანი გააუქმეს. თუმცა ამის მიუხედავად, თეთნულდზეც და ჰაწვალზეც ყოველდღიურად, სულ მცირე 50 უცხოელი ტურისტი გვყავს”, – განმარტავს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

ვიზიტორების ნაკლებობას უამინდობას უკავშირებენ სასტუმრო ”უშბას” მენეჯმენტშიც. მათი ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ახლადგახსნილი სათხილამური კურორტი თეთნულდი ტურისტების საკმაოდ დიდ მოწონებას იმსახურებს, მათ სასტუმროში ვიზიტორების სიმრავლე მაინც არ შეინიშნებოდა.

”უშბას” მენეჯმენტისგან განსხვავებით, ტურისტების რაოდენობის 30%-იან ზრდაზე საუბრობენ სასტუმრო ”თეთნულდში”.

”ეს, გარკვეულწილად, თეთნულდის გახსნამაც განაპირობა, ასევე წელს მრავლად იყო საქმიანი ვიზიტებიც. უმეტესაც შიდა ტურისტებს ვუმასპინძლეთ, თუმცა ბევრი სტუმარი გვყავდა უკრაინიდანაც”, – აცხადებენ ”თეთნულდში”.

მესტიის გამგებლის ინფორმაციით, ამჟამად, მესტიაში 20-მდე სასტუმროა, რომლებიც, თავიანთი კონცეფციით, ტურისტების საკმაოდ დიდ მოწონებას იმსახურებს.

”ეს სფერო მესტიაში ნელა, მაგრამ წარმატებით ვითარდება”, – აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ სათხილამურო კურორტი ”თეთნულდი” მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა. მისი მთლიანი ფართობი 7000 ჰექტარია.

გამოთვლების მიხედვით, კურორტს ერთდროულად 4 100 მოთხილამურის მომსახურება შეუძლია. საბაგიროების საერთო გამტარიანობა – 8 400 ადამიანია საათში, კურორტის ტურისტული ტევადობა კი 6 806 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები