LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი გუნდი 6 სექტემბრის სტრასბურგის მოლაპარაკებაზე უარს ამბობს

39

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე 6 სექტემბერს, სტრასბურგში არ გაემგზავრება. მმართველი გუნდი “ვენეციის კომისიას” მოდერატორობისთვის მადლობას უხდის, თუმცა შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.

ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში დიალოგის პროცესი, ყოველგვარი აზრი დაკარგა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. აღნიშნული შედეგი მით უფრო სამწუხაროა, რომ “ვენეციის კომისიამ” გამოავლინა განსაკუთრებული გულისხმიერება საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კონსენსუსის მისაღწევად სტრასბურგში საგანგებო კონსულტაციების მასპინძლობა და მოდერირება შესთავაზა. საპარლამენტო უმრავლესობა მადლობას უხდის “ვენეციის კომისიას” საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია უმრავლესობის განცხადებაში.

მმართველი გუნდის განმარტებით, საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.

პოპულალურები