LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ელექტროსადგური ამოქმედდა

1578

ინგლისში მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ელექტროსადგური ექსპლიატაციაში შევიდა.

ქარის ტურბინები ინგლისის ჩრდილო–დასავლეთით სანაპიროზდან 195 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. ეს პლანეტაზე ყველაზე დიდი ტურბინებია, რომელიც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება.

ახალი „ქარის ფერმა“ ფაქტობრივად ხანდაზმული ნაგებობაა, რადგან ის ათეული წლის წინ დამონტაჟდა და სულ 32 ტურბინას მოიცავს.

თითოეული მათგანი სამი 80 მეტრის სიმაღლის ნაწილისგან შედგება და 8 მეგავატს გამოიმუშავებს. მთლიანობაში კი სადგური 258 მეგავატიანია.

პროექტის ავტორის, დანიური ფირმის DONG Energy–ის განცხადებით, ამ ტურბინის ერთი ფრთის ერთ ბრუნს, სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა 29 საათის განმავლობაში შეუძლია.

ბრიტანეთისთვის განახლებადი ენერგია უცხო არ არის. გარდიანის ცნობით, ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი ქარის ტურბინებია დამონტაჟებული.

ამ ეტაპზე ბრიტანეთი ქარის ელექტროსადგურებით 5.5. გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.

პოპულალურები