LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია იწყება

612

მწვანე ბარათის (GREEN CARD) გათამაშებაზე რეგისტრაცია 3 ოქტომბერს 20:00 საათზე იწყება. მსურველებს აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის მოსაგებად რეგისტრაციის შესაძლებლობა 7 ნოემბრამდე ექნებათ.

ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს და დასძენს, რომ გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა.

სასარგებლო ბმულები:

მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები