LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობს

64

”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობს.

ამის შესახებ განცხადება  ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მან საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ორჯერ მიცემულ ხმას, კარუსელს, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემას.

”ის დარღვევები, რომელსაც მე დღეს წარმოგიდგენთ, არის ორგანიზებული და იყო არა მხოლოდ რამდენიმე უბანზე, არამედ მასშტაბი უფრო დიდია, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, უბანზე, მსგავსი დარღვევები მიმდინარეობდა. ეს ვიდეომასალა არ არის ერთადერთი დარღვევა. ჩვენ გავაგრძელებთ წარმოდგენას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტების,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძემ დარღვევების ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები