LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავითარ პარტიულ გაერთიანებებზე და პარტიულ კონფიგურაციაზე საუბარი მე და სალომე ზურაბიშვილს არ გვქონია“ – ხატია დეკანოიძე

119
ხატია დეკანოიძე

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „მას და საქართველოს პრეზიდენტს არავითარ ერთობაზე ან რაიმე სახის პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე, მომავალში თუ ახლა, საუბარი არ ჰქონიათ“. ოპოზიციონერ დეპუტატს „არ ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რომელიმე კონკრეტული პარტიის დამხმარე შეიძლება იყოს“.

დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის პოზიცია, მათ შორის, 9 დათქმის მიმართულებით, სწორია და ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სახელმწიფოს პარადიგმაში და ჭრილში უყურებს ყველაფერს.

„არავითარ პარტიულ გაერთიანებებზე, არავითარ რაღაც პარტიულ კონფიგურაციაზე საუბარი მე და საქართველოს პრეზიდენტს არ გვქონია. ჩვენ გვქონდა საუბარი 9 დათქმის შესრულებაზე. მისი კითხვა იყო ჩემს მიმართ, როგორ წარმომიდგენია კრიმინალური იუსტიციის რეფორმა საქართველოში, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 9 დათქმა შესრულდეს, ვისაუბრეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, ამიტომ არავითარ ერთობაზე საუბარი ან რაიმე სახის პოლიტიკურ პლატფორმაზე საუბარი, შექმნაზე, მომავალში თუ ახლა, არ ყოფილა.

საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, მათ შორის, 9 დათქმის მიმართულებით, არის სწორი და ამ შემთხვევაში იგი საქართველოს სახელმწიფოს პარადიგმაში და ჭრილში უყურებს ყველაფერს. მე არ მგონია, რომ იგი რომელიმე კონკრეტული პარტიის დამხმარე შეიძლება იყოს, მე მგონია, რომ მისი სიტყვები და პოზიციაც, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, იყო მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე დაფუძნებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები