LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოფილ მინისტრებს მოჰკითხოს პასუხი – თეა წულუკიანი

37

„უმჯობესი იქნება, “ნაციონალურმა მოძრაობამთავისი ყოფილი მინისტრები და უმაღლესი თანამდებობის ის პირები დაიბაროს პარტიის ოფისში და პასუხი მოჰკითხოს, რომლებმაც 2008 წელის ავბედითი ომის დროს ტერიტორიები დაკარგეს“,  – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის საპასუხოდ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პარლამენტში მივიდეს.

წულუკიანის თქმით, ხანძრის დროს საფრთხეები თავიდან იქნა აცილებული, რაც პრემიერმინისტრის და თითოეული მაშველის დამსახურებაა.

ხანძრის წინააღმდეგ მებრძოლი კრიზისების მართვის საბჭოს წევრი არ გახლდით, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მეტნაკლებად ნეიტრალური, დისტანციური ხედვა მაქვს. ამ ხედვის პირობებში ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა და მთავრობის წევრებმა, სამინისტროებმა, უწყებებმა, მაშველებმა და მოქალაქეებმა, ვინც ხანძარს ებრძოდა, მოახერხეს, რომ ადამიანური დანაკლისი არ არის. იქ სოფლებს საფრთხე რაც ემუქრებოდა, თავიდან იქნა აცილებული. ეს სწორედ მთავრობის, პრემიერმინისტრისა და თითოეული მაშველის დამსახურებაა. თუ ეს ოპოზიციას არ მოსწონს, მათი პრობლემაა. მეც არ მომწონს, ისევე როგორც ჩვენს საზოგადოებას, რომ სწორედ მათ ოკუპანტს ხელი შეუწყვეს იმაში, რომ მახეში გაბმულიყვნენ და ტერიტორიები დაეკარგათ“,  –  დასძინა წულუკიანმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი, საგარეო უწყებას სადეპუტატო კითხვით მიმართავს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის თაობაზე, სტიქიის ზონაში შექმნილი ვითარების დროს ქართულმა მხარემ ვის მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები