LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის „ერთი-ორი დიქტატორია”- დონალდ ტრამპი

69

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის „ერთი-ორი დიქტატორია“. განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ილინოისის შტატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

დონალდ ტრამპმა 11-12 ივლისს ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე ისაუბრა.

„მედია წერს, რომ მე ცუდად მოვეპყარი ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომ მათ მიმართ პატივისცემა არ გამოვხატე – ეს მეფეები, დედოფლები, პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, ერთი-ორი დიქტატორიც კი,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობდა. მისი თქმით,  ნატოს სამიტზე კარგი სამუშაო განახორციელა, თუმცა „მედია ხმას არ იღებს ამაზე“.

„ნატოს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ასობით მილიარდით გაეზარდათ თავდაცვითი ხარჯები. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპის გარეშე ეს ხალხი თავიანთ ანგარიშებს არ იხდიდა, ახლა კი იხდის,” – აღნიშნა ტრამპმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები