LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

35

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან დაინინგ რუმსში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს
მათი ანაბეჭდები აქვს.
პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის”, – წერს გვარამია სოაციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები