LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და ეს უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა!“ – ნიკა გვარამია

145
ნიკა გვარამია

„ახლის“ ლიდერი, ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ ეხმაურება პარლამენტში კვლავ ინიციირებულ კანონპროექტს  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

მისი თქმით, ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოში დასავლური დემოკრატიისთვის მომუშავე ორგანიზაციების დახურვას. გვარამიას თქმით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის სტანდარტი დადგენილია:

პაველ ჰერჩინსკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“კანონპროექტზე: „ის შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან – კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკომისიისთვის პოზიტიური შეფასება, ძალიან რთული იქნება“

მამუკა მდინარაძე: „მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!“

„რაც შეეხება იმას, ევროკავშირი რაზეც მუშაობს, ევროკავშირი მუშაობს რუსეთის და ჩინეთის მავნე ზეგავლენის შესახებ კანონზე. აქ, მთავარი პრინციპი არის ლობირების საკითხი და ეს ეხება პირველ რიგში, კომერციულ სუბიექტებს, ასევე ეხება პოლიტიკურ გავლენებსაც, თუმცა მკაფიოდ არის საუბარი იმ სუბიექტებზე, ვის პოლიტიკურ გავლენებსაც ეს ეხება. საქართველოს შემთხვევაში, ქართული ხელისუფლება მკაფიოდ ამბობს, რომ ეხება დასავლური ფონდებიდან შემოდინებებს, რომელიც თითქოს მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მხოლოდ, რაც არის ტყუილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მიდის მხოლოდ 3 პროცენტი ამ შემოდინებების და დანარჩენი მიდის ქართულ ეკონომიკაში, მის გაძლიერებაზე, წინ წაყვანაზე და საქართველოში დოვლათის შექმნაზე, ამიტომ გამჭვირვალობა არის მოგონილი თემა. „ქართული ოცნება“ მუშაობს არა გამჭვირვალობაზე, არამედ მათი კორუფციული ქმედებების, დიახაც, გაუმჭვირვალობაზე იმიტომ, რომ ცდილობს დახუროს ყველა ის ორგანიზაცია, ვინც იკვლევს გამჭვირვალობის საკითხებს და „ქართულ ოცნებას“ ამხელს კორუფციაში, მითვისებაში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. გამჭვირვალობა, რომ იყოს მიზანი ეს კანონი საჭირო ნამდვილად არ იქნებოდა იმიტომ, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ქართული კანონმდებლობით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თალაკვაძე: „საქართველოში მიღწეულ წარმატებებსაც კი რუსულს ეძახის ეს ხალხი. თურმე, ევროპული წარმატებები რუსულია, ეკონომიკური ზრდა რუსულია, მშვიდობა რომ გვაქვს ათი წელია და დავიცავით მთელი ძალით, პრინციპულად, ეგეც“

გვარამიამ ისაუბრა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მსგავსი, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის კვლავ ინიციირებით შეშფოთებულია.

ასევე ნახეთ

როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის.

„ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და ეს უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა. პირველ რიგში, გარედან შეფასებებით, ასეთი რამ ვერ მოხდება, „ქართული ოცნება“ დასუსტებულია, უცხოეთში მას ხელს არავინ ართმევს, მაგრამ ქართველმა ხალხმა ჩვენი ისტორიული მისია უნდა შევასრულოთ და ჩვენი ვალები ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობის წინაშე უნდა გავისტუმროთ, ასევე ევროკავშირს უნდა მოვექცეთ,როგორც კეთილსინდისიერი ადამიანები. მათ მოგვცეს ის სტატუსი, რომელიც ფორმალურად ჩვენ არ გვეკუთვნოდა მისცეს ქართველ ხალხს, ამიტომ, ქართველმა ხალხმა უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენ არ შეფერხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიერ, რომელსაც იღებს ანტიქართული ხელისუფლება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.