LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკი ჰეილი – ამერიკას სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

68

ამერიკას სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, – ამის შესახებ ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ განაცხადა.

„ჩვენს პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიაში შესაძლო მოქმედებებთან დაკავშირებით, მაგრამ აშშ და ჩვენი მოკავშირეები თუ გადაწყვეტენ სირიაში მოქმედებებს, ეს გაკეთდება იმ პრინციპების დასაცავად, რომლებზეც ჩვენ ყველა ვთანხმდებით, იმ ფუძემდებლური ნორმების დასაცავად, რომელიც ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

მისივე თქმით, ამერიკის შეფასებით, სირიის ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის პერიოდში, ქიმიური იარაღი, სულ მცირე, 50-ჯერ გამოიყენა, ხოლო საზოგადოებრიობის შეფასებით – 200-ჯერ.

ცნობილია, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები