LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი 18-საათიან დიეტაზეა

62

ნუკი კოშკელიშვილმა მცირე ხნის წინ იმშობიარა. როგორც თავად წერს, ახლა 68 კილოს იწონის და დიეტის დაწყებას აპირებს, რომელიც 18 საათს გრძელდება. წაიკითხეთ მის სტატუსში, რა სქემა აქვს ზემოხსენებულ დიეტას.

„დღეიდან ვიწყებ 18-საათიან დიეტას. ანუ 12 საათზე ვიწყებ ჭამას და ვჭამ რასაც მინდა მთელი დღე, 6 საათამდე, მერე არ ვჭამ 18 საათი შემდეგი დღის 12 საათამდე. ვნახოთ რა გამოვა. ახლა ვიწონი 68 კილოს, ჩემი იდეალური წონა 56 კილო არის, თუმცა ძირითადად ვარ ხოლმე 58. ვნახოთ რა გამოვა. თუ გნებავთ შემომიერთდით აქ, დავწერ პროგრესის შესახებ. წარმატებები ჩვენ“.

ნუკი ვაჟთან, ოლივერთან ერთად, საქართველოში მოემგზავრება. მან კიევის აეროპორტში პატარასთან ერტად იცეკვა და ეს ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.

(ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები