LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომისთვის მზად ვართ – ირანელი გენერალი დონალდ ტრამპს პასუხობს

143

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის  ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ომს დაიწყებს, ირანი მას დაასრულებს. ამის შესახებ BBC წერს. ქასემ სულეიმანის თქმით, თეთრი სახლის ლიდერის მხრიდან ირანის მიმართ გაკეთებული ნებისმიერი ხისტი განცხადება პირადად მას აყენებს შეურაცხყოფას. სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი, როგორც ჯარისკაცის პირდაპირი მოვალეობაა, დონალდ ტრამპის მუქარებს უპასუხოს.

„თუ თქვენ მუქარის ენის გამოყენება გსურთ, მესაუბრეთ მე და არა პრეზიდენტ როუჰანს,“ – აცხადებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა  კორპუსის  ხელმძღვანელი.

რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ იმსჯელეს.  22 ივლისს ირანის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას მიმართა და მოუწოდა, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის გატარებისგან თავი შეიკავოს. მანამდე ირანის პრეზიდენტმა აშშ-ის „მუხლებზე დაყენების“ პირობა დადო.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან “ნამდვილი შეთანხმებისთვის” მზად არის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ჰქონდა მხედველობაში. ტრამპმა არც შეთანხმების დეტალები გაახმოვანა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. ტრამპმა მოკავშირეებს ირანული ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

თეირანი მკაცრად აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ვაშინგტონის ცალმხრივად გამოსვლას 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებიდან და სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების განახლებას ირანის წინააღმდეგ.

14 ივნისს ირანმა აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის გამო კომპენსაცია მოითხოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები