LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრში მ.ტარივერდიევის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება

259

25 ოქტომბერს, 19.00 საათზე, ზ.ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება გამოჩენილი კომპოზიტორის მიქაელ ტარივერდიევის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი „მიქაელ ტარივერდიევი. დაიმახსოვრე ეს წამი“.

დიდი მაესტროს საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მუსიკოსები – ალექსანდრ პოლიანიჩკო (დირიჟორი), ტერმინე ზარიანი (სოპრანო), ალექსეი გორიბოლი (პიანისტი), ტრიო „მერიდიანი“, დ. მაცუევის კონკურსის „გრან პიანოს“ გრან პრის მფლობელი, ახალგაზრდა კომპოზიტორი და პიანისტი 16 წლის სანდრო ნებიერიძე, ალ. გრიბოედოვის სახ. თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის მსახიობები, საქართველოს სახელმწიფო ოპერის ორკესტრი და სოლისტები. გალა კონცერტის მსვლელობისას ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები ცნობილი კინოფილმებიდან, რომელთა მუსიკის ავტორი მ.ტარავერდიევი გახლდათ. ოპერის თეატრის ფოიეში მოეწყობა კომპოზიტორის ფოტოების, ხელნაწერების და აფიშების გამოფენა.

ს ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რუსეთის კულტურის სამინისტრო, როსკონცერტი, მ.ტარივერდიევის სახ.  საქველმოქმედო ფონდი, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები