LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ აუქციონში მოგებული ევკალიპტის ხის საფასური გადაიხადა

79

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს შემოსავლების სამსახურში, აუქციონში მოგებული ევკალიპტის ხის საფასური შეიტანა.

ოპოზიციამ შემოსავლების სამსახურში 17 220 ლარი შეიტანა.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 27 მარტს 20 020 ლარად გაიყიდა. აღნიშნულ აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.