LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ქეით მიდლტონი 65 ევროდ შეფასებულ კაბაში გამოჩნდა (ფოტო)

41

ქეით მიდლტონი, რომელიც გუშინ 36 წლის გახდა, საქველმოქმედო ორგანიზაცია Place2Be-ის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ფელტამში საბავშვო აკადემიას ესტუმრა. ბავშვებთან და მოზარდებთან შეხვედრისთვის მიდლტონმა ბრიტანული ბრენდის, Séraphine-ის ტანზე მომდგარი კაბა შეარჩია, სადაც კარგად ჩანდა მისი მომრგვალებული მუცელი. ცისფერი ფერის ყვავილებით დაპრინტული, 65 ევროდ შეფასებული კაბა მიდლტონს ლურჯი ფერის პალტოსთან ჰქონდა შეხამებული.

აკადემიაში 4 დან 18 წლამდე მოზარდები სწავლობენ. სასწავლებელი აქცენტს ბავშვთა და მშობელთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აკეთებს. საინტერესოა, რომ ქეით მიდლტონი აქტიურად თანაშრომლობს იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, ვინც ბავშვების ფსიქიკურ განათლებაზე მუშაობს. მან სპეციალურად შეარჩია Willcocks-ის საბავშვო ბაღი პრინცესა შარლოტასთვის, სადაც 2 წლის შარლოტას სხვადასხვა აქტივობას ასწავლიან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები