LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ქეით მიდლტონი ცხოვრების აქტიურ სტილს უბრუნდება (ფოტო)

60

მძიმე ტოქსიკოზის შემდეგ ქეით მიდლტონი ცხოვრების აქტიურ სტილს დაუბრუნდა. პრინცი უილიამის მეუღლე ყველა იმ ღონისძიებას სტუმრობს, სადაც ვიზიტი ორსულობის გამო გადადო. გუშინ ის ანა ფრეიდის ცენტრის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამს სტუმრობდა. ამჯერად კი მიდლტონი ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფორუმს დაესწრო, რომლის პატრონაჟსაც ასევე თავად ეწევა.

ქეითი ფორუმზე Goat Fashion-ის  ბორდოსფერი კაბით გამოჩნდა, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქოდნა შეხამებული. საინტერესოა, რომ აღნიშნული კაბა ინტერნეტშიც იყიდება და მისი ფასი 480 ევროა.

ქეით მიდლტონმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ფსიქიკური ჯანმთელობის ცენტრის თანამშრობლებთან ცენტრის მუშაობის შედეგებიც შეაჯამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები