LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ქეით მიდლტონი იმავე პალტოთი გამოჩნდა, რომელიც წინა ორსულობისას ეცვა (ფოტო)

33

ქეით მიდლტონი მორიგი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში Roe Green-ის სკოლას ესტურმა, რომელიც ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაშია ჩართული. ქეით მიდლტონი, რომელიც ორსულობის მეექვსე თვეში იმყოფება, სკოლაში Sportmax-ის ლურჯი ფერის პალტოსა და ამავე ფერის Seraphine Ltd-ის კაბაში გამოჩნდა. საინტერესოა, რომ ეს პალტო ქეითს ორსულობისას უკვე ეცვა და ეს იყო 2015 წელს, როცა მიდლტონი პრინცესა შარლოტაზე იყო ორსულად. ზოგადად ქეითის გარდერობში ბევრი ისეთი სამოსია, რომელიც მას სხვადასხვა ვიზიტებისას არაერთხელ აცვია და ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი კომენტარები ახლავს.

ვიზიტის ფარგლებში ქეით მიდლტონმა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სიტყვით მიმართა. მოგვიანებით კი ბავშვებთან გაისაუბრა და მათი ისტორიებიც მოისმინა.

შეგახსენებთ, რომ მიდლტონი და პრინცი უილიამი მესამე შვილს აპრილში ელოდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები