LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ქეით მიდლტონი სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეწვია (ფოტო)

57

ქეით მიდლტონი ამჯერად ლონდონში ბავშვთა ცენტრ Hornsey Road-ს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მიდლტონი საქველმოქმედო ორგანიზაცია Family Action-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სოციალურად დაუცველი ბავშვების პატრონაჟს ეწევიან. ეს ვიზიტი ჯერ კიდევ სექტემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ ქეითის ორსულობის გამო ის დროებით გადაიდო. დღეს ქეითის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის აქტიურად იღებს მონაწილეობას შეხვედრებში.

ქეით მიდლტონი ბავშვთა ცენტრში Goat-ის ბრენდის თეთრი ფერის პალტოში მივიდა, რომელიც მის მომრგვალებულ მუცელს მალავდა. საინტერესოა, რომ მიდლტონმა ამჯერად აქცენტი დაბალსქუსლიან და მაღალყელიან ჩექმაზე გააკეთა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები