LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთაჭალაში, „თიბისი“ ბანკის ფილიალში ცეცხლმოკიდებული ბოთლი შეაგდეს

61

ორთაჭალაში, „თიბისი“ ბანკის ფილიალში ცეცხლმოკიდებული ბოთლი შეაგდეს, რის შედეგადაც ბანკში მცირე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობასა და ნივთის დაზიანებასა ან განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები