LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი ოფიციალური ფოტო პრინცი ლუის ნათლობიდან (ფოტო)

131

პრინცი უილიმისა და ქეით მიდლტონის უმცროსი ვაჟის, პრინცი ლუის ნათლობიდან ერთი კვირის თავზე კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე ნათლობის ოფიციალური ოთხი პორტრეტი გამოქვეყნდა. კლარენს-ჰაუსში გამართულ ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღეს პირინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა შვილებთან ერთად, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ, პრინცმა ჩარლზმა და კამილა პარკერ-ბოულზმა, ასევე ქეით მიდლტონის ოჯახმა სრული შემადგენლობით.

ფოტოები რამდენიმე სერიადაა წარმოდგენილი. მედიაში ბევრს წერენ საერთო ოჯახურ ფოტოზე, სადაც ქეით მიდლტონის ოჯახი, დედ-მამა, და და-ძმა პორტრეტის ცენტრალურ ნაწილში ჩანან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიდლტონებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები