LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში “ენმ”-ის წევრის ცემაში მონაწილეების დასჯას ითხოვენ

25

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა ოზურგეთის მერიის წინ შეიკრიბნენ და აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. უპირველეს ყოვლისა ისინი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” წევრების პასუხისგებაში მიცემას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

“ენმ”-ში ამბობენ იმასაც, რომ ბესიკ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არა მარტო “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ტარიელ აროშიძემ მიაყენა, არამედ, დეპუტატს საკრებულოს 4 წევრი დაესხა თავს.

ამ წუთებში “ენმ”-ის ლიდერები და დაზარალებული ბესიკ ქათამაძე საკრებულოს თავმჯდომარეს ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვს. შეხვედრა მედიის წარმომადგენლების გარეშე, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მანამდე, ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა. ქათამაძის განცხადებით, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიბარეს და სცემეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები