LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი ემიგრანტებს: ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო

78

საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე დემოგრაფიული  ფორუმის დამფუძნებლებსა და სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მიმართა.

შეხვედრაში ვიდეოზარის მეშვეობით უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც ჩაერთნენ. პატრიარქმა მათ საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„ჩემო ძვირფასო სულიერო შვილებო, უცხოეთში მცხოვრებლებო, გულითადად მოგესალმებით. ერთი შემთხვევა იყო, ქართველმა ადამიანმა უცხოეთში მომმართა, ისე მიყვარხარ, როგორც საქართველოო. მეც მინდა, გავიმეორო ეს სიტყვები, ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო. ჩვენ გელოდებით სამშობლოში, თქვენ ჩვენთვის დიდი საუნჯე ბრძანდებით, სულიერი საუნჯე, ეროვნული საუნჯე.

გულითადად მივესალმები მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მიტროპოლიტ აბრაამს, ჩანს, რომ კარგად მუშაობს ჩვენს ქართველებთან. დალოცვილი იყავით და გახარებული, ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, პრობლემა აქტუალური და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები