LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის სახელით მოგმართავთ აქციების მონაწილეებს, რომ დაიშალოთ – დეკანოზი ანდრია

71

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველზე მიმდინარე ორივე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სახელით განცხადება დეკანოზმა ანდრია ჯიღმაიძემ გააკეთა.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სახელით კიდევ ერთხელ მოგმართავთ ჩვენს შვილებს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციების მონაწილეებს და გთხოვთ დაიშალოთ, რათა უნებურად არ გახდეთ ძალადობისა და ვითარების ესკალაციის მიზეზი.

თქვენს მიერ განხორციელებული ეს ქმედება არა თქვენი პოზიციის უარყოფა იქნება, არამედ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მშვიდობისთვის.

ჩვენი მხრივ, მზად ვართ თქვენთან ერთად ჩავებათ დიალოგში და თქვენთან ერთად განვიხილოთ საკითხები საჯარო სივრცეში,”- განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები