LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველ არხზე“ ირაკლი ტაბლიაშვილის გადაცემაც იხურება

112

როგორც ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი წერს, ივლისიდან „პირველ არხზე“ მისი გადაცემა „ვექტორიც“ აღარ გავა ეთერში. როგორც ჩანს, გოგი გვახარიას და სალომე ასათიანის გადაცემებთან ერთად, „ვექტორიც“ დაემშვიდობა სატელევიზიო სივრცეს, ყოველ შემთხვევაში, „პირველი არხის“ ეთერს.

„15 ივლისს გადაცემა „ვექტორიც“ იხურება.

ბევრს ვფიქრობ, როგორი უნდა იყოს ბოლო ეთერი… ვინ უნდა იყოს სტუმარი.

და ვინც არ უნდა იყოს, კიდევ ერთხელ (ამ გადაცემაში ბოლოჯერ) ვისაუბრებთ რუსეთის სივრცისაგან თავის დაღწევის აუცილებლობაზე…

დღეს კი ჩავწერე ინტერვიუ პროფესორ გოგი გაჩეჩილაძესთან.

26 წუთში ვერ მოვასწარით ვერაფერი… თუმცა, ვისაუბეთ პოეტიკის პოლიტიკაზე – ცოტა ვაჟაზე, ცოტა აკაკიზე… შედარებით მეტი ილიაზე… ბარათაშვილზე…. გალაკტიონზე.

და ვისაუბრეთ ყვირილზე… დიახ, ყვირილზე და მის აუცილებლობაზე.

ჰო, კიდევ იმაზე, როგორ გვიღალატა რუსეთმა ჯერ კიდევ 1783 წელს, როცა თავადვე დაარღვია გეორგეევსკის ტრაქტატი…

გადაცემა ხუთშაბათს გავა ეთერში.

26 წუთში ყველაფერი ვთქვით და არაფერი გვითქვამს… გულდასაწყვეტად სწრაფად გაიარა ამ ოცდაექვსმა წუთმა.

და ბოლოს, ოთარ ჭილაძის სიტყვებით დავამთავრე გადაცემა – ისევ და ისევ რუსეთზე… და იმაზე, 5 წუთიც რომ არ ყოფილა ჩვენ შორის მეგობრობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები