LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამარცხვინოა! ამდენი საინტერესო გადაცემის დახურვა, წინ კი არ მივდივართ, უკან..“ – ლენუკა ყიფშიძე

593
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

გადაცემების დახურვის შესახებ „პირველი არხის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოლო დღეებში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. მაუწყებელმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამა და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, თუმცა რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.

„იხურება არხი „ტელესკოლა“ და 7 გადაცემა, მათ შორის „კაცები“ – პირველი არხის განცხადება

„პირველი არხის“ ეთერში დახურულ რამდენიმე გადაცემებს შორის არის მსახიობ ზურა ყიფშიძის ავტორობით „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“.

„ეს ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც კვირაში ერთხელ გაგვახსენებდა ხოლმე ვისი გორისანი ვართ. დაფიქრდით ბატონებო! ჯერ კიდევ არ არის გვიან!“ – დიმიტრი ღვთისიაშვილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ღვთისიაშვილი „პირველი არხის“ ეთერში რამდენიმე დახურულ გადაცემებს შორის მსახიობ ზურა ყიფშიძის ავტორობით „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“ გადაცემის დახურვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გადაცემების დახურვას მსახიობის შვილი, ლენუკა ყიფშიძე ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა!!!!

ამდენი საინტერესო გადაცემის დახურვა არა მარტო ჰოპლას

წინ კი არ მივდივართ, უკან უკან მივდივართ, ხელოვნება ვის რაში სჭირდება აბა რა“, – წერს ლენუკა ყიფშიძე.

„პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ“ – მომავალი წლიდან „პირველ არხზე“ გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ აღარ გავა

„გული მწყდება, რომ ჩემი კარგი მეგობრები ჩემი კოლეგები აღარ იქნებიან, თორემ იმას რა თქმა უნდა, რომ გორგილაც და კაცებიც, როცა და სადაც მოინდომებენ, იქ დაუბრუნდებიან სატელევიზიო სივრცეს“ – მებო ნუცუბიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები