LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსები ლურჯ ხალიჩაზე – “ქართული ოცნების” წევრები ყრილობისთვის ემზადებიან [ფოტორეპორტაჟი]

115

“ქართული ოცნების” წევრები ყრილობის დაწყებისთვის ემზადებიან. პოლიტიკოსების უმრავლესობა ადგილზე უკვე მივიდა და კლუბ “ანდერვილთან” დაგებულ ლურჯ ხალიჩაზე გაიარა.

“ფორტუნას” კორესპონდენტი ადგილიდ იტყობინება, რომ მთაწმინდის პარკში სადაც, ყრილობა უნდა ჩატარდეს, უკვე მივიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.

მთაწმინდის პარკში ასევე მივიდნენ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები.

აღსანიშნავია, რომ ისინი ყრილობის გამართვის ადგილამდე სამარშუტო ტაქსებით მიიყვანეს, რადგან “ავტოპარკიდან” გზა სპეციალურად ამ დღისთვის გამოყოფილი მანქანების გარდა, ყველასთვის გადაკეტილია.

უცნობია, როგორ მივა ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები