LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი “მაუწყებლის შესახებ” კანონს ხელს არ აწერს

103

პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონს ხელს არ აწერს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „შესყიდვების შესახებ“ საქრთველოს კანონში. როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ამის შემდეგ, პარლამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე. მოტივირებული შენიშვნები არ იყო გაზიარებული. პარლამენტმა კვლავ უყარა კენჭი მიღებულ ცვლილებებს და კვლავ დაუჭირა მას მხარი. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნა პრეზიდენტთან. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება – ის ხელს არ აწერს ამ კანონპროექტებს,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მაუწყებლის შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნებულ პროექტში ორი საკითხი იყო გათვალისწინებული.