LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ივნისში გადადგება – დავით უსუფაშვილი

6

დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვადამდე გადადგება. „რესპუბლიკელების“ ყოფილმა ლიდერმა ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

„თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი – 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი”.

უსუფაშვილის აზრით, ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები