LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთი  დეპარტამენტი დაემატა

57

პრეზიდენტის  გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციაში  დეპარტამენტების რაოდენობა გაიზარდა და   10 დეპარტამენტი გახდა.

დეპარტამენტების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე გამოქვეყნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრძანებულება უკვე ძალაშია.

ბრძანებულებით, ადმინისტრაციას  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი  დაემატა. შესაბამისად,  ადმინისტრაციის სტრუქტურა  ასეთია:

ა) საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი;

დ) პროტოკოლის დეპარტამენტი;

ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი;

ვ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტი;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

თ) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

ი) საფინანსო დეპარტამენტი;

კ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.

გარდა ამისა, მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის  ბაზაზე შესაძლოა, დამატებით განყოფილებები შეიქმნას.

პოპულალურები