LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი „სიკეთის გაკვეთილებს“ დაესწრნენ

55

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში „სიკეთის გაკვეთილებს“ დაესწრნენ. სწორედ ამ გზით, პრინცმა და მისმა მეუღლემ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული აღნიშნეს. ისინი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და სიკეთის შესახებ სკოლის ინიციატივას გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მის მიდლტონი ღონისძიებაზე იმ ჩაცმულობაში გამოცხადდა, რომელშიც საზოგადოებაში არაერთხელ გამოჩნდა. პირველად, Luisa Spagnoli-ს წითელი პიჯაკი და ქვედა ბოლო მას 2011, თავისი პირველი ოფიციალური გამოსვლის ფარგლებში ეცვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები