LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტები, რომლებიც “უმოწყალოდ” ანადგურებენ ცხიმებს – წონის დასაკლებად შიმშილი აღარ მოგიწევთ

1059

იდეალური ფორმის მიღწევა ნებისმიერი ჭარბწონიანის ოცნებაა, რასაც საკმაოდ სერიოზული მონდომება, ფიზიკური დატვირთვა და კვების სწორი დაგეგმვა ჭირდება. ამიტომ მათთვის, ვინც სწორედ ახლა ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს, ჩამოთვლილი პროდუქტების ოცეული ნამდვილი აღმოჩენა იქნება.  

ცხიმებთან “მებრძოლი” საკვები მითი არაა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქტები ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის სწრაფ მუშაობას, ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას და მომნელებელი სისტემის პროცესების მოწესრიგებას.

“მებრძოლი” პროდუქტები აუცილებლად დაგეხმარებათ ცხიმების დამარცხებაში. საჭიროა მხოლოდ მცირედი ცვლილებების შეტანა საკუთარ მენიუში. შეადგინეთ თქვენი რაციონი სწორად და შედეგი ყველა თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.

  1. ხაჭო, კეფირი, იოგურტი, მაწონი

კალციტრიოლი – ჰორმონი, რომელიც უჯრედებს ზედმეტი ცხიმისგან განთავისუფლებაში ეხმარება, ყველაზე მეტი სწორედ რძის პროდუქტებშია. უცხიმო რძის პროდუქტები ნამდვილი მიგნებაა მათთვის, ვინც დიეტას იცავს, რადგან ბევრ ცილას შეიცავენ, ცილა კი – მთავარი უნდა იყოს მათ რაციონში, ვისაც გახდომა უნდა. მთავარია, სწორად შეარჩიოთ პროდუქტები – მიირთვით მხოლოდ ახალი და ცხიმგაცლილი საკვები. არანაკლებ სასარგებლოა რძის ფხვნილიც, რომელიც თავისი განსაკუთრებულ პროტეინით ყველაზე კარგად ებრძვის კანქვეშა ცხინებს.

022416_0254_201

  1. ჯანჯაფილი

ეთერზეთები, რომელთაც ჯანჯაფილი შეიცავს აუმჯობესებენ მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უწყობენ კუჭის წვენის გამოყოფას, რაც თავის მხრივ ეხმარება ორგანიზმს დახარჯოს მეტი ენერგია და განადგუროს მაქსიმალურად ბევრი ცხიმოვანი უჯრედი. გარდა ამისა, ჯანჯაფილი დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.

022416_0254_202

  1. კომბოსტო

კომბოსტო (თეთრი, ყვავილოვანი, ბროკოლი) ნებისმიერი სახით სასარგებლოა მათთვის, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს, რადგან ის საკმაოდ ბევრ უჯრედისს შეიცავს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ყველაფერ ზედმეტის გამოდევნას. კომბოსტო ინდოლ-3-კარბინოლს – ქალებში ესტროგენების ცვლის პროცესის მარეგულირებელ ნივთიერებას შეიცავს. გარდა ამისა, “ჯადოსნური” ბოსტნეული თითქმის არაკალორიულია, ამიტომ მისი მირთმევა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება.

022416_0254_203

  1. კიტრი

კიტრში ცოტა კალორია და ბევრი წყალია – სწორედ ესაა მისი მთავარი ”ღირსება”. კიტრი ატენიანებს ორგანიზმს შიგნიდან და გარედან, რაც განსაკუთრებით მათთვისაა აუცილებელი, ვინც აქტიურად მისდევს სპორტს. წონის დასაკლებად ბევრი სითხის მიღებაა საჭირო, რასაც კიტრი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კიტრი ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს, ამიტომ მისი მირთმევა კანითაა რეკომენდირებული.

022416_0254_204

  1. დარიჩინი

დარიჩინი  სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ცხიმების აკუმულაციას. მიირთვით დარიჩინი ჩაისთან, ყავასთან ან კეფირთან ერთად, გემრიელიც იქნება და თქვენს ფიგურასაც წაადგება.

022416_0254_205

  1. გრეიფრუტი

გრეიფრუტი დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს და სისხლში ინსულინის დონეს ამცირებს. მათ ვისაც გახდომა უნდა ციტრუსი თავის მომწარო აკთან ერთად უნდა მიირთვას, რადგან სწორედ მათშია ყველაზე მეტი ცხიმის გამანადგურებელი ნივთიერებები.  

022416_0254_206

  1. მწვანე ჩაი

მწვანი ჩაის ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი და ეხმარება მას საკვების სწრაფად გადამუშავებაში. ნატურალური სტიმულატორი ტიამინი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, ანადგურებს არა მარტო კანქვეშა ცხიმებს, არამედ იმ ცხიმებსაც, რომლებიც შინაგანი ორგანოების გარშემო გროვდება.

022416_0254_207

  1. წყალი

წყალი გვეხმარება თავი შევიკავოთ ზედმეტი საკვების მიღებისგან და ორგანიზმიდან მარილები გამოაქვს. ამიტომ, რაც მეტ წყალს სვამთ, მით უფრო ადვილად იკლებთ წონაში.

022416_0254_208

  1. ჟოლო

სხვა კენკროვანებთან შედარებით ჟოლო ყველაზე ნაკლებ შაქარს შეიცავს და დაბალკალორიულ პროდუქტებს მიეკუთვნება. ჟოლო ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამიტომ მისი მირთმევა სადილის შემდეგაა რეკომენდირებული.

022416_0254_209

  1. მდოგვი

ცხარე საკვები ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას. მიირთვით მდოგვი ხორცთან და თავზთან ერთად ან დაუმატეთ სალათში.  

022416_0254_2010

  1. ფორთოხალი

უჯრედისით მდიდარი ფორთოხლით დანაყრება ძალიან ადვილია, ამიტომ ის იდეალური ვარიანტია ჯანსაღი წახემსებისთვის. სხვათაშორის, ყველა ციტრუსი მდიდარია ეთერზეთებითა და ფლავონიდებით – ნივთიერებებით, რომლებიც ცხიმებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ითვლება.

022416_0254_2011

  1. ნუში

ნუშს ორგანიზმი 40%-ით ამუშავებს და მხოლოდ იმ ცილებს ითვისებს, რომელთა მიღება აუცილებელია მათვის, ვინც დიეტას იცავს.

022416_0254_2012

  1. პირშუშხა

პირშუშხა, ზუსტად ისე როგორც მდოგვი ძალიან კარგია მძიმე პროდუქტების გადასამუშავებლად.  

022416_0254_2013

  1. ლობიო

ლობიო ბევრ ცილას შეიცავს, ცილის შემცველი პროდუქტი კი, უკვე ვიცით, რომ ძალიან სასარგებლოა. გარდა ამისა, ლობიოს ორგანიზმის დატენიანება შეუძლია, რაც ასევე აუცილებელია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება უნდა.

022416_0254_2014

  1. ქოქოსი

ქოქოსის რძე არა მარტო სასარგებლო მიკროელემენტებითაა მდიდარი, არამედ ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ მუშაობას.

022416_0254_2015

  1. ანანასი

თავისი უხეში ბოჭკოთი ანანასი სწრაფად აქრობს შიმშილის გრძნობას და აუმჯობესებს კუჭის წვენის აქტივობას. ანანასი საუკეთესო დესერტია წონაში დასაკლებად.

022416_0254_2016

  1. პაპაია

პაპაია ხელს უწყობს ლიპიდების დაშლას, ამიტომ მიირთვით ის საკვების მიღებამდე ან მიღების შემდეგ, რადგან ფერმენტები, რომლებსაც ის შეიცავს, ეფექტურად ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს.

022416_0254_2017

  1. წითელი ღვინო

წითელი ღვინო აქტიურ ფერმენტს – რესვერატოლს შეიცავს, რომელიც ხელს უშლის ცხიმებს დაგროვებას, რაც ცხომოვანი უჯრედების რეცეპტორების დაბლოკვის ხარჯზე ხდება. ნახევარი ჭიქა წითელი ღვინო სადილის შემდეგ, ყველასთვის სასარგებლოა და განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიეტას იცავს.  

022416_0254_2018

  1. ვაშლი და მსხალი

ვაშლიც და მსხალიც ასუფთავებს ნაწლავებს და სწრაფად კვებავს ორგანიზმს უჯრედისის ხარჯზე. მიირთვით დაბალკარიული ხილი და თქვენი წონა ყოველთვის დაბალანსებული იქნება.

022416_0254_2019

  1. ჰერკულესის ფაფა

ჰერკულესის ფაფა კუჭისთვისაც სასარგებლოა და ნაწლავებისთვისაც. წონის დასაკლებად და ცხიმების შემცირებისთვის კი, ამ ორგანოების სწორი მუშაობაა აუცილებელი.

022416_0254_2020

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები