LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ? – ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს ზაფხულში შეხვდნენ

106

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ სირიაში საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც ვითარება რეგიონში ძალიან დაიძაბა და აშშ–მ სირიაში საჰაერო დარტყმები დაიწყო.

უცხოურ პრესაში წერენ, რომ თეთრ სახლსა და კრემლს შორის ნაყოფიერი საუბარი შედგა.

სირიის გარდა ლიდერებმა იაპონიის საკითხი განიხილეს და პირისპირ შეხვედრის თარიღზე იმსჯელეს. შეხვედრის სავარაუდო თარიღად 7–8 ივლისი განიხილება.

 

რას ამბობენ თეთრ სახლში?

“პრეზიდენტი ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ სირიაში “წამება” უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება და ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ძალადობა დაასრულოს.

საუბარი იყო ძალიან პოზიტიური, განიხილებოდა უსაფრთხოება, კონკრეტულ ზონებში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და ა.შ.”

 

რას ამბობენ კრემლში?

კრემლში ამბობენ, რომ ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტისთვის მოქმედებების გაძლიერებაზე შეთანხმდა.

“ჩვენი მიზანია სირიის კონფლიქტის მოგვარებისთვის რეალური პირობები შეიქმნას”

 

განცხადებებში არ არის აღნიშნული განიხილეს თუ არა ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს, სარაკეტო დარტყმები.

კრემლის განცხადებაში აღნიშნულია ლიდერების შესაძლო შეხვედრის შესახებ, ხოლო თეთრი სახლის განცხადებაში, ამაზე მინიშნებები არ არის.

 

ლიდერებმა ასევე, განიხილეს როგორ უნდა გაუმკლავდნენ სამხრეთ კორეაში არსებულ ძალიან საშიშ სიტუაციას.

 

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო

აშშ–მ გასული თვიდან სირიის მთავრობის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო რაც სირიის ხელისუფლებამ (სავარაუდოდ) ქიმიური იარაღი გამოიყენა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტს აშშ–ს პრეზიდენტმა არაჰუმანური უწოდა და მოქმედება დაიწყო, ხოლო ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ქიმიური იარაღი არ გამოიუენებია.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები