LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

80

ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე მმართველი პარტია განმარტებებს ეროვნული ბანკისგან ითხოვს. დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ყველა კითხვას კობა გვენეტაძემ პარლამენტში მოსვლით უნდა უპასუხოს.

„ეროვნული ბანკის პასუხები ეკონომიკის კომიტეტის კითხვებს ნაწილობრივ აკმაყოფილებს და პასუხობს. უკეთესი იქნება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოვუსმინოთ და კომიტეტზე გავმართოთ მსჯელობა“, – ამბობს ლევან კობერიძე.

მმართველი პარტიის ამ მოთხოვნას არ იზიარებენ ოპოზიციაში. მათ მიაჩნიათ, რომ ლარის გაუფასურებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები