LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ ვარსკვლავებსა და მიშა სააკაშვილს ერთი და იგივე სტილისტი ჰყავთ

384

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ქართველი სტილისტი თმას აჭრის. როგორც თავად წერს: „კიევში, შემთხვევით ვნახე სტაჟირებაზე ჩამოსული ვაკელი სტილისტი, ჩემი ძველი მეგობარი, მიშა გასიტაშვილი, რომელმაც გადაწყვიტა თბილისში ჩასასვლელად ჩემი ვარცხნილობის წესრიგში მოყვანა“.

მიშა გასიტაშვილი ქართველ ცნობილ სახეებს შორის დიდი პოპუალრობით სარგებლობს. წლებია, ამ სფეროშია და მის ცნობილ კლიენტებს შორის არიან სოფო ნიჟარაძე, ქრისტინე იმედაძე, ია ფარულავა, ნინი ბადურაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია და სხვა „სელებრითები“. მიშას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს ქრისტინე იმედაძესთან, რომელთან ერთადაც მუდმივად მოგზაურობს. ასევე მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს სოფო ნიჟარაძესთანაც. მიშას „ფეისბუქზე“ მუდმივად იპოვით ქართველ ვარსკვლავებთან გადაღებულ ფოტოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები