LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი კვლავ ორსულად არის

24

33 წლის ქეით მიდლტონი და 33 წლის პრინცი უილიამი კვლავ შვილს ელოდებიან, ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.

სამეფო წყვილთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ქეითი ნამდვილად ორსულად არის და მან ქმართან ერთად სიახლის შესახებ სამეფო ოჯახის სხვა წევრებს შობას აცნობა. ქეითის ორსულობამ ყველაზე მეტად პრინცი ჰარი გაახარა.
„ქეითსა და უილიამს ყოველთვის უნდოდათ, დიდი ოჯახი ჰქონოდათ, თუმცა არ მოელოდნენ, რომ ასე მალე ეყოლებოდათ მესამე ბავშვი,“- ამბობს წყარო.

მისივე ინფორმაციით, ქეითი დაახლოებით 2 თვის ორსულია და ნერვიულობს, რომ მალე 3 წლის ასაკის ქვემოთ უკვე სამი შვილი ეყოლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები