LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონს სკოლაში „გოჭი პეპა“ დაახვედრეს

40

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი Global Media Summit-ის ფარგლებში მანჩესტერში ჩავიდნენ, სადაც სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. სამეფო წყვილს სკოლის მოსწავლეები და მშობლები განსაკუთრებულად დახვდნენ. ზოგიერთი მათგანი ცნობილი ანიმაციური მულტფილმის, „გოჭი პეპას“ ფორმაში იყო გამოწყობილი, რამაც ცნობილი წყვილი გაამხიარულა კიდეც. მოგვიანებით მიდლტონმა და უილიამმა Central Convention Complex-ში გადაინაცვლეს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ბავშვებისგან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული გამოსვლები მოისმინეს.

ორსული მიდლტონი Goat-ის წითელი ფერის კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც 450 ევროდაა შეფასებული. რაც შეეხება პალტოს, სკოლაში ვიზიტისთვის მიდლტონმა LK Bennett-ის კუბოკრული მოდელი შეარჩია, რომლის ღირებულებაც 495 ევროა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები