LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინ ლაგარდი: სავაჭრო ომიდან გამარჯვებული ვერავინ გამოვა

84

სავაჭრო ომიდან გამარჯვებული ვერავინ გამოვა, -ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა განაცხადა.

„მაკროეკონომიკური გავლენა სერიოზული იქნება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები ასე იმოქმედებს, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდან საპასუხო ზომების მიღების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით კი მათგან, ვისზეც ეს ყველაზე მეტ ზემოქმედებას მოახდენს. ასეთია: კანადა, ევროპა და გერმანია“ , – განაცხადა ლეგარდმა ფრანგულ რადიო RTL-სთან საუბრისას.

ე.წ. სავაჭრო ომში, რომელიც იმპორტზე გადასახადების ურთიერთსაპასუხო ზრდით არის მართული, ვერავინ იმარჯვებს, ორივე მხარეს დამარცხებულები არიან“, – განაცხადა ლაგარდმა და დაამატა, რომ იმედოვნებს, ტრამპი გადასახადებს არ დააწესებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საპასუხო ზომების რისკზე კარგად არ უფიქრია.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადზე 25%, ხოლო ალუმინზე 10% გადასახადების დაწესებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები