LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ქართულ საწარმოებს პრეზიდენტი ესტუმრა

123

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ,,მოითხოვე ქართული” საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებშიდღეს იმერეთში ორ ქართულ კომპანიას ესტუმრა.

საპრეზიდენტო კამპანია ,,მოითხოვე ქართული” ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პრეზიდენტი დღეს ქუთაისში ფეხსაცმელების ფაბრიკას ,,ლევანტო” და ხორცპროდუქტების კომპანიას„გურმანი“ ესტუმრა და საწარმოო  პროცესი დაათვალიერა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ქართული პროდუქციის მოთხოვნითა და შეძენით აძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და თავის მოქალაქეობრივ ვალსაც იხდის საკუთარი ქვეყნის წინაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები