LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არ უყვართ ტურისტებს საქართველოში?

391

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ტურისტებისთვის პოპულარული ხდება. პოპულარობა კი კრიტიკის გარეშე წარმოუდგენელია.

რა მოსწონთ უცხოელებს საქართველოში ყველამ იცის: ტრადიციული სამზარეულო, ბუნება, უძველესი ისტორია და არქიტექტურა, ამასთან ქართული სტუმართმოყვარეობა.

თუმცა რა არ მოსწონთ მოგზაურებს ჩვენს ქვეყანაში, ამაზე ცოტა თუ საუბრობს.

  • სიტუაცია გზებზე

უცხოელი ტურისტები, სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, საქართველოს გზებზე არსებულ სიტუაციას ასახელებენ. მოგზაურებს ისევე აწუხებთ გზებზე არსებული საცობები, პარკირების მოუგვარებელი პრობლემა, ავტომობილების ქაოსური მოძრაობა, როგორც ჩვენ.

  • ნაგავი ბუნებაში

ტურისტებს განსაკუთრებით აოცებთ, ქართველების ერთი მავნე ჩვევა – ნაგვის დაყრა. ისინი თვლიან რომ ეს მენტალური პრობლემაა და ამ მხრივ, სერიოზული კამპანიებია გასატარებელი.

“თბილისში, პარკებში, ან ქალაქგარეთ ბუნებაში, ყველგან ვხვდებით ნაგავს, ეს დამოკიდებულება გვაოცებს”, – ამბობენ ისინი.

  • არ არსებობს სიტყვა “არა”
    ტურისტები აღნიშნავენ იმას, რომ ქართველებისთვის სიტყვა “არა” არ არსებობს. ისინი არასდროს გეტყვიან “მე არ მაინტერესებს ეს” და თვითონაც არ მიიღებენ ამ სიტყვას.

 

  • საზოგადოებრივი წესრიგის არ არსებობა

განვითარებულ ქვეყნებში, ღამის საათებში ხმაური აკრძალულია, საქართველოში კი სწორედ ღამე იწყება კაფე-ბარებში ხმამაღალი მუსიკის დაკვრა. ეს კაფე-ბარები კი დასახლებულ ადგილებში მდებარეობს. ზოგიერთ ტურისტს არ მოსწონს ისიც, რომ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა არ არის აკრძალული.

  • გვიან გაღვიძება

საქართველოში სხვადასხვა დაწესებულებები გვიან, ძირითადად 10 საათზე იღება. დასავლეთში კი 7 საათზე ყველა დიდ ქალაქს ღვიძავს. ტურისტები თვლიან რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა და ქართველების სიზარმაცაზე მიუთითებს.

  • ევროპისკენ პირდაპირი რეისების ნაკლებობა

ზოგიერთ ტურისტს პირდაპირი რეისების არ არსებობა აწუხებს. მათი თქმით, ეს არა მხოლოდ ტურისტებს აკარგვინებს დროს, არამედ აფერხებს ბიზნესმენებსაც, რომლებსაც შესაძლოა აქ ინვესტირება სურთ.

  • ვერ იღებენ კრიტიკას

ზოგიერთი მოგზაური აღნიშნავს, იმას, რომ ქართველები განსაკუთრებით მგრძნობიერეები არიან კრიტიკის მიმართ და ვერ ხვდებიან, რომ კრიტიკა ცუდი არ არის. “თავისი ცუდი და კარგი მხარე ყველაფერს აქვს, ეს ნორმალურია”.

  • პრობლემები ინგლისურთან

ამერიკელი ტურისტების ნაწილი ამბობს, რომ მათ ინგლისურის მასწავლებლების გაგებაც კი უჭირთ.

 

  • სამუშაო ადგილების პრობლემა

ამ პრობლემას მოგზაურები გვერდიდან უყურებენ და ორი განსხვავებული მხარის მოსაზრებები ესმით: პირველი ნაწილი ამბობს, რომ სამუშაო ადგილები არ არის, მეორე ნაწილი კი კვალიფიციური კადრების ნაკლებობას უჩივის.

  • დაბალი ხელფასები

საქართველოში არსებული დაბალი ხელფასები ტურისტებსთვისაც არ არის შეუმჩნეველი. მათი თქმით, დაბალი ხელფასების გამო, აქ ხალხი იშვიათად მოგზაურობს. “საქართველოს ფარგლებშიც კი იშვიათად მოგზაურობენ, ეს კი მათ ჩაკეტილობას იწვევს” – ამბობენ ტურისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები