LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მიანიშნებს თქვენი შვილის დაბადების საათი?

179

როგორც კი ბავშვი გაჩნდება, მშობლები მაშინვე იწყებენ ოცნებასა და გეგმების დალაგებას მის მომავალთან დაკავშირებით, ამასთან – ცდილობენ გამოიცნონ, როგორი ხასიათი ექნება მას.

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვის დაბადების დროსა და საათს დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალში მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში. სპეციალისტები დღე-ღამეს 12 ნაწილად ყოფენ, ყველა მათგანი ჩინური კალენდრის გარკვეულ ცხოველს შეესაბამება .

23სთ-დან 1 სთ-მდე :  მიიჩნევა „თაგვის საათად“. ამ დროს დაბადებული ბავშვები ჭკვიანები და დაკვირვებულები არიან.

1-დან 3 სთ-მდე : „ხარის საათი“  – ბავშვები, რომლებიც ამ დროს დაიბადნენ, არიან მშვიდები და თავშეკავებულები, თუმცა მდგომარეობიდან გამოსვლაც შეუძლიათ.

3-დან 5 სთ-მდე : „ვეფხვის საათი“. ამ დროს დაბადებული ადამიანები კეთილები და მოსიყვარულეები არიან. მათ შეუძლიათ დიდ ხანს იყვნენ ერთსა და იმავე პოზიციაზე, თუმცა შესაბამისი დროის დადგომისთანავე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ.

5-დან 7 სთმდე : „კატის საათი“. „კატების“ მახასიათებელი ნიშანია კეთილშობილება, სამართლიანობა, დიდსულოვნება.

7-დან 9 სთმდე – „დრაკონის საათი“. მათ, ვინც დროის ამ მონაკვეთში დაიბადნენ, ასტროლოგები ახასიათებენ გამბედავ, ძლიერ ადამიანებად.

9-დან 11 საათამდე – „გველის საათი“. დროის ეს მონაკვეთი ბავშვებს სიბრძნით და სხარტი გონებით აჯილდოებს.

11-დან 13 საათამდე – „ცხენის საათი“. ადამიანები, რომლებიც ამ დროს დაიბადნენ, არიან ენერგიულები და გამოირჩევიან ნათელი გონებით.

13-დან 15 საათამდე – „თხის საათი“. ამ დროს დაბადებული ბავშვები მოთმინებითა და სამართლიანობით გამოირჩევიან.

15-დან 17 საათამდე – „მაიმუნის საათი“. იბადებიან კომუნიკაბელური, თავგადასავლების მოყვარული ადამიანები.

17-დან 19 სთმდე – „მამლის საათი“. ისინი, ვინც ამ დროს არიან დაბადებული, ორგანიზებულები, პუნქტუალურები არიან.

19-დან 21 საათამდე – „ძაღლის საათი“. ამ დროს დაბადებული ადამიანის მახასიათებლებია წესრიგის სიყვარული, მეგობრულები, პატიოსნები.

21-დან 23 საათამდე – „ღორის საათი“. ამ დროს დაბადებულები არიან მამაცები, მომთმენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g