LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძე, ბრინჯი და სხვა პროდუქტი, რომელთაც მირთმევის თავისი დრო აქვთ

115

ზომიერების ფარგლებში ყველა პროდუქტი სასარგებლოა, თუმცა საკვების შეუფერებელ დროს მიღება ხშირად სერიოზული დისკომფორტის მიზეზი ხდება.

* ბრინჯი – ბრინჯის კერძების მირთმევა დღისითაა რეკომენდებული, როცა მეტაბოლოზმი სწრაფად მუშაობს და ასწრებს ნახშირწყლების ენერგიად გადამუშავებას. საღამოს კი, ნივთიერებათა ცვლა შედარებით შესუსტებულია და ნახშირწყლებიც ცხიმად იქცევა.

* ვაშლი – ვაშლის მირთმევა განსაკუთრებით დილითაა სასარგებლო, რადგან პეკტინი, რომელსაც ხილის კანი შეიცავს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს და გამოაქვს ორგანიზმიდან კანცეროგენები. საღამოს და ღამით ვაშლის ჭამა რეკომენდებული არაა, რადგან პეკტინი ამძიმებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ვაშლში შემავალი ორგანული მჟავები კი, შიმშილის გრძნობასთან ერთად მომატებულ მჟავიანობას და დისკომფორტს იწვევს.

*ტკბილეული – ტკბილეული დილას, 12 საათამდე უნდა მიირთვათ, რადგან დილის საათებში ტკბილი საკვები გონებას ამარაგებს ენერგიით და ზიანს არ აყენებს ფიგურას. ყველაზე შეუფერებელი დრო კი – ღამეა, რადგან მავნე პროდუქტი კრიტიკულ ადგილებშიც გროვდება და მომნელებელი სისტემის პრობლემების მიზეზიც ხდება.

* ბანანი – ბანანის მირთმევა სადილზე შეგიძლიათ, რადგან ბუნებრივი ანტაციდები, რომელთაც ხილი შეიცავს, ამცირებს სიმჟავეს და იცავს კუჭს არასასიამოვნო შეგრძნებისგან, დიდი ოდენობით უჯრედისი კი, ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. ნაკლებად შესაფერისი დრო ბანანით სიამოვნებისთვის საღამო და მითუმეტეს ღამეა, რადგან ორგანიზმი ვერ ასწრებს ფრუქტოზით მდიდარი ხილის გადამუშავებას, შედეგი კი, ფიგურაზე აისახება.

* ხორცი – პროტეინებით მდიდარი ხორცი, სადილზე უნდა მიირთვათ, რათა ენერგია და კონცენტრაციის უნარი დღის მეორე ნახევრშიც შეინარჩუნოთ. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ ხორცის კერძები ღამით, რადგან რთულად გადასამუშავებელი პროდუქტი სერიოზულ დისკომფორტს უქმნის მომნელებელ სისტემას.

* ნიგოზი – თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ ნიგოზი საღამოს, რადგან მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები – ომეგა 3-ის მჟავები და ანტიოქსიდანტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ გონების მუშაობას. მოერიდეთ ნიგვზის დილას, სადილზე და ღამე მირთმევას, რადგან, მხოლოდ საღამოსაა ნიგოზი სასარგებლო, დღის ნებისმიერ სხვა მონაკვეში, კი, მისგან სარგებელია მინიმალურია.

* ყველი – ყველის მისართმევად ყველაზე შესაფერისი დრო (რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში) ადრეული დილაა, რადგან დილას რძის პროდუქტი არც კუჭს ამძიმებს, არც ჭარბი კილოგრამების დაგროვების მიზეზი ხდება. მოერიდეთ ყველის საღამოს მირთმევას, როცა მომნელებელ სისტემას ძალიან უჭირს მისი გადამუშავება.

* რძე – თბილი რძის საღამოს დალევა ნერვულ სისტემას ამშვიდებს და ჯანსაღ ძილს უწყობს ხელს. ყველაზე შეუფერებელი დრო რძის მისაღებად კი, დილაა, რადგან არაა გამორიცხული რთულად გადასამუშავებელმა პროდუქტმა კვების ჩვეული რეჟიმი დაგირღვიოთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები