LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძლები სამეფო ოჯახიდან 30 წლის წინ და ახლა  – ემოციური ფოტოები უიმბლდონიდან

515

გასულ კვირას უიმბლდონის ტურნირზე ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ერთად ვიხილეთ. ესა არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრინცი უილიამისა და ჰარის მეუღლეები ერთად მარტო გამოჩნდნენ და მეგობრობის ნამდვილი მაგალითიც აჩვენეს საზოგადოებას.

სანამ მსოფლიო მედია მსჯელობს, როგორი თბილია სამეფო ოჯახის რძლებს შორის ურთიერთობა, გამოცემა Harpersbazaar საარქივო ფოტოებს იხსენებს, რომელიც 30 წლის წინ, ასევე უიმბლდონზე გადაიღეს.

1988 და 1989 წლით დათარიღებულ ფოტოებზე, პრინც ენდრიუს მეუღლე სარა ფერგიუსონი და პრინც  ჩარლზის მეუღლე, პრიცნესა დიანა პოზირებენ. ფოტოებიდან ჩანს, რომ ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის მსგავსად, მათაც ფანტასტიური ურთიერთობა აკავშირებდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები