LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის აღდგება მეტროსადგურ „წერეთელზე“ მოძრაობა უცნობია

83

მეტროსადგურ „წერეთელზე”  ძლიერი დაკვამლიანების მიზეზი ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. დაშავებულები არ არიან.

როგორც „ფორტუნას“თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს,  ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი და მიმდინარეობს ესკალატორის რემონტი.

მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრამდე  მეტროსადგური „წერეთელი“ დროებით დაკეტილია.

მყოფი  რამდენიმე წუთის წინ დაკვამლიანების გამო მეტროსადგურის ბაქანზე მყოფი მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, მატარებლები „წერეთლის“ სადგურში შეჩერების გარეშე გადაადგილდებიან. რამდენ ხანში მოხდება ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები