LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავიმარტივოთ სირბილი

1815

სირბილის დროს ადამიანი უამრავ კალორიას წვავს, ამასთან – სირბილი ერთ-ერთი საუკეთესო კარდიოვარჯიშია, თუმცა, ყველაფერთან ერთად, საკმაოდ რთულიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, გვეცვათ სწორად შერჩეული ბოტასი. ფეხსაცმელი უნდა იყოს თქვენი ფეხის ზომასთან შედარებით ოდნავ დიდი, რადგან წინდები თავისუფლად ჩაიცვათ, არ დაგიზიანდეთ ფრჩხილები და არ გაგიჩნდეთ კოჟრები. თუ ფეხი სიარულის დროს შიგნით შეგაქვთ ან ზოგადად, არასწორად დგამთ, სირბილისთვის სპეციალური ბოტასები დაგჭირდებათ, რომელსაც სპორტულ მაღაზიებში შეგირჩევენ.

აუცილებელია, სირბილისას ყურადღებით იყოთ – როგორ დგამთ ფეხს მიწაზე, როგორ სუნთქავთ, სად იყურებით – ყველა დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია. უკეთესია, თუ ფეხის წინა ნაწილს დავდგამთ მიწაზე. ზურგი უნდა იყოს გამართული, ხელები მუშტებად შეკარით და მკერდთან დაიჭირეთ. იყურეთ პირდაპირ, რადგან – უცნაურია, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, „სხეული მზერას მიჰყვება“. რაც შეეხება სუნთქვას, აქ მწვრთნელების აზრი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა თანხმდებიან, რომ აუცილებელია, ისუნთქოთ მუცლით და არა მკერდით.

გადახედეთ თქვენი ცხოვრების სტილს. ვარჯიში საგრძნობლად შეცვლის თქვენი ორგანიზმის მუშაობას, ამიტომ აუცილებელია რაციონის კორექტირება. უნდა იკვებოთ სწორად, დალიოთ ბევრი წყალი და კარგად გამოიძინოთ. თავდაპირველად ირბინეთ ნელა, რომ გულმა ფიზიკურ დატვირთვასთან ადაპტირება მოახერხოს. მწვრთნელების რჩევით, თავდაპირველად უნდა ვირბინოთ ისეთი ტემპით, რომ გულისცემა წუთში 120-ს არ აცდეს. თუ პულსი უფრო გახშირდება, სირბილის ტემპი მაშინვე შეამცირეთ.

მწვრთნელების ნაწილი ამბობს, რომ დასაწყისისთვის აჯობებს, მუსიკა არ ჩართოთ და ამის ნაცვლად, საკუთარი გულის რიტმს მოუსმინოთ. შემდეგ კი, როდესაც შეეჩვევით ასეთ დატვირთვას, თავისუფლად შეგიძლიათ, ყურსასმენებით სასურველ მუსიკას მოუსმინოთ.

არ დაგავიწყდეთ ეკიპირება! ეს, რა თქმა უნდა, დამწყები მორბენალებისთვის ყველაზე სასამოვნო პროცედურაა. კარგი ტანსაცმელი შესაბამისი ქსოვილით არ არის ფუფუნება, ეს ვარჯიშისთვის აუცილებელია.

 

5 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, თუ სირბილს გადაწყვეტთ :

  1. ბანანი
  2. პასტა
  3. მწვანე ბოსტნეულის წვენები
  4. ნუში
  5. ფაფები

 ეს პროდუქტები ენერგიას შეგმატებთ  და საჭირო მიკროელემენტებით მოგამარაგებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები