LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს – რჩევები

299

საქართველოში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საზოგადოებას სთავაზობს წესებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს, შენობის შიგნით და შენობის გარეთ.

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით შენობის გარეთ:

  • იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი
  • დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები)
  • დარეკეთ 112-ში
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას
  • დაელოდეთ სამაშველო რაზმს

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით დახურულ სივრცეში:

  • მყარად დაამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად
  • დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან
  • მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ
  • იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში.

 ამასთან, ამინდის გაუარესების გამო,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

“ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ვითარების შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები.​მივმართავთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს. საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე და გამოიძახონ სამაშველო ჯგუფები”, – ნათქვამია განცხადებაში.