LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ რუჯი დიდხანს

619

რუჯი ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. მზის სხივები ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას, ასევე, ქმნის კარგ განწყობას.

თუმცა, ექიმები რუჯის მოყვარულებს აფრთხილებენ, რომ მზის აბაზანების ხშირი მიღება იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და კანის კიბოს.

მიუხედავად ამისა, თუ მაინც გიყვართ რუჯი და  გსურთ მიღებული ფერი დიდხანს გაგყვეთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რამდენიმე მარტივი რჩევა:

1. მიიღეთ არა ცხელი, არამედ თბილი/გრილი შხაპი. მაქსიმალურად შეამცირეთ ბანაობის დრო, რადგან დიდი ხნით წყლის ქვეშ დგომა, კანის ზეთის გამოშრობას იწვევს. ასევე, გამორიცხეთ საპონი. სასურველია ტანის გელი იხმაროთ. ბანაობის მერე, ნაზად შეიმშრალეთ კანი.

1

2. ბანაობის შემდეგ, აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი. კანისთვის ძალიან კარგია გლიცერინის შეცველი კრემი. არ შეიძინოთ კიტრის ან გვირილას შემცველი კრემი, რადგან ორივე კომპონენტი კანის გათეთრებას იწვევს.

2

3.დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, კერძოდ წყალი. ყოველდღიურად, 8 ჭიქა წყალი, თქვენ კანს ელასტიურობას შესძენს.

4

4. ეს რჩევა შოკოლადის მოყვარულებს განსაკუთრებულად გაახარებთ. მიირთვით შავი შოკოლადი, რომელიც არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია. ასევე, რაციონში ჩართეთ პომიდორი და დიდი რაოდენობით ხილი.

fg

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები